ილია მეორე: დღეს ეკურთხა მთელი ფიზიკური სამყარო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.

სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას პატრიარქმა აღნიშნა, რომ დღეს მთელი ფიზიკური სამყარო ეკურთხა.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ნათლისღებას. დღეს შესრულდა დიდი აიაზმა, დღეს ეკურთხა მთელი ფიზიკური სამყარო და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უხვად ასხუროს ეს ნაკურთხი წყალი და განგვწმინდოს ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, ყოვლისაგან ბოროტისა“, – ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგებამდე პატრიარქმა წყალკურთხევის რიტუალი შეასრულა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. დღესასწაულს ღვთის განცხადებას უწოდებენ, რადგან მაცხოვრის ნათლისღებისას ქვეყნიერებას ერთარსება ღმერთის სამგვარობა გამოეცხადა.

ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და იგი უხრწნელების თვისებებს იძენს. მისი სხურებით იწმინდება ტაძრები, სახლები. ის მაკურნებელი ძალისაა.

ნათლისღებით ძველი სჯული დასრულდა და დასაბამი დაედო ახალს. ქრისტემ წყლით და სულიწმიდით ცოდვებისგან დამძიმებული კაცის ბუნება განაახლა.

Visited 247 times, 1 visit(s) today