იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ უნგრეთის ვაშის საგრაფოს დელეგაციას უმასპინძლა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ უნგრეთის ვაშის საგრაფოს დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი ესწრებოდნენ. მხარეებმა ორ რეგიონს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.
იმერეთის გუბერნატორმა და ვაშის საგრაფოს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარემ ლასლო მაიტენიმ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი, რომელიც გულისხმობს კავშირების გაფართოებას მეცნიერების, ხელოვნებისა და კულტურის სფეროებში. ასევე, დაგეგმილია იმერეთის მხარისა და ვაშის საგრაფოს ქალაქების დამეგობრება.

Visited 236 times, 1 visit(s) today