იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ლაშა ტალახაძეს უმასპინძლა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციამ ევროპის ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს გამარჯვება მიულოცა. ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა და ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ რევაზ რობაქიძემ, სპორტსმენს ზაფხულის 31–ე რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება უსურვეს. იმერეთის გუბერნია მზად არის, რომ ლაშა ტალახაძესა და ყველა სხვა წარმატებულ ახალგაზრდას საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარება გაუწიოს.

რამდენიმე დღის წინ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე 22 წლის ქართველმა სპორტსმენმა, ლაშა ტალახაძემ, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ახალი რეკორდი დაამყარა.
ტალახაძემ ჯამში 463 კგ (ატაცი – 212; აკვრა – 251) დასძლია.

Visited 177 times, 1 visit(s) today