იმერეთში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან–გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის ჩანიშვნის აუცილებლობა მუნიციპალიტეტების მიერ 2018–2020 წლების ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში შესატანმა ცვლილებებმა გამოიწვია. მუნიციპალიტეტები 2018 წელს დაგეგმილი პროექტების გარდა, დამატებით რამდენიმე პროექტის განხორციელების მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანხის გამოყოფის თხოვნით მიმართავენ. საკონსულტაციო საბჭოს სხდომა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა გახსნა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებში შესატან ცვლილებებს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

Visited 113 times, 1 visit(s) today