ინფორმაციის თავისუფლების აქტი პარლამენტს თებერვალში წარედგინება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ინფორმაციის თავისუფლების აქტი პარლამენტს თებერვალში წარედგინება“, − ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
„იგეგმება სისხლის სამართლის მატერიალური კოდექსის ევროპულ სტანდარტებთან მოყვანა. პროექტი მზად არის და პარლამენტის ჩართულობით იქნება კონსულტაციები იმისთვის, რომ ჩვენ მომავალ წელს შევძლოთ ამ კოდექსში ცვლილებების შეტანა. ინფორმაციის თავისუფლების აქტი პროექტის სახით მზად არის. მინდა, ყველას, ვინც ჩვენთან ერთად მუშაობდა კონსტიტუციის მე-18 − ევროპული სტანდარტის მუხლზე − დეპუტატებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, სუს-ს, სასამართლოს, მადლობა გადავუხადო. ამან გზა გაუხსნა ინფორმაციის თავისუფლების აქტს. ეს არის ჩვენი, „OGP“-ისა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ეს მკაფიო კონსტიტუციური ჩანაწერი საშუალებას მოგვცემს, ჩვენ უკვე თებერვალში მივიღოთ ინფორმაციის თავისუფლების აქტი“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

Visited 124 times, 1 visit(s) today