საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, კიევში, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბისთან და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ანდრიან კანდუსთან ერთად, გოლოდომორის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, უკრაინაში იმყოფება, სადაც რიგით მეორე საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში – „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოების თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განმტკიცება ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთქმედების განვითარებით“ იღებს მონაწილეობას.
Visited 150 times, 1 visit(s) today