ირაკლი კობახიძემ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აპარატის თანამშრომლებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა.
ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს 8 მარტი მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„ძალიან მიხარია, რომ ამდენი ქალბატონი ემსახურება საქართველოს პარლამენტს. ჩვენ ვამაყობთ ამით. მინდა თითოეულ თქვენგანს გისურვოთ ძალიან დიდი წარმატებები და ბედნიერება თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

საზეიმო მიღებაზე თვითნასწავლი მხატვრების – ელენე ელყანიშვილის და სოფო ფირცხალავას ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დაესწრნენ.

Visited 139 times, 1 visit(s) today