ირაკლი კობახიძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, არად ბენკოს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და იმ მიმართულებებზე გაამახვილეს ყურადღება, სადაც საქართველოსა და ავსტრიას თანამშრომლობის გაღრმავების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებისა და ამ კონტექსტში, ინტენსიური გაცვლით ვიზიტების მნიშვნელობას.საუბრის ერთერთი მთავარი თემა იყო ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილი ვიზიტი. ირაკლი კობახიძე ავსტრიას მიმდინარე თვეში ეწვევა.

Visited 71 times, 1 visit(s) today