ირაკლი კობახიძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს გეერტ ჰინრიხ არენსს და მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა საარჩევნო გარემოსა და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინა არჩევნების მსგავსად, ხელისუფლება უზრუნველყოფს საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიან, გამჭვირვალე და მშვიდობიან გარემოში ჩატარებას. გეერტ ჰინრიხ არენსმა საქართველოს ხელისუფლებას სადამკვირვებლო მისიის მოწვევისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ესწრებოდა.

Visited 107 times, 1 visit(s) today