ირაკლი კობახიძე ორგანიზაცია B’nai B’rith International-ის წარმომადგენლებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი გავლენიანი ებრაული ორგანიზაციის – B’nai B’rith International-ის წარმომადგენლებთან გამართა.
შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე, ჩვენს ქვეყანასა და ისრაელის სახელმწიფოს შორის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-აშშ-სა და საქართველო-ისრაელის სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რეგიონში სტაბილურობის, პარტნიორ ქვეყნებთან სტრატეგიული თანამშრომლობის და ხალხთაშორისი კავშირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე, ხაზგასმით აღნიშნა ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრობა და განსაკუთრებული ურთიერთობა.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელის სახელმწიფო, სამმხრივ ფორმატში, მჭიდრო მეგობრობას და თანამშრომლობას გააგრძელებენ.
მათივე განცხადებით, ორგანიზაცია ელის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს ორივე ქვეყანაში.

Visited 149 times, 1 visit(s) today