ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ორგანიზაციის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ პრეზიდენტს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ორგანიზაციის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) პრეზიდენტს, კარლ გერშმანს შეხვდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო ორგანიზაციის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) პრეზიდენტთან, კარლ გერშმანთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ იმსჯელეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ორგანიზაციის პრეზიდენტს, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და საკონსტიტუციო რეფორმა გააცნო.
შეხვედრაზე განიხილეს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ამ პროცესში მიღწეული წარმატებები. საუბარი, ასევე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებს შეეხო.
კარლ გერშმანმა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გაძლიერების კუთხით თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.

Visited 164 times, 1 visit(s) today