ირაკლი კობახიძე საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს სახალხო დამცველთან, უჩა ნანუაშვილთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა მართლმსაჯულების სისტემასა და საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. საუბარი, ასევე, შეეხო სახალხო დამცველის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშსაც. კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს, წელიწადში ერთხელ, კალენდარული წლის მარტში, წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.

Visited 119 times, 1 visit(s) today