ირაკლი კობახიძე საჯად კარიმს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო დელეგაციის წევრები ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარეს, საჯად კარიმს შეხვდნენ. საჯად კარიმმა ირაკლი კობახიძეს ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების გადაწყვეტილება მიულოცა და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე, ევროკავშირთან ინსტიტუციური და საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესებზე, ასევე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ ისაუბრეს. ირაკლი კობახიძესთან ერთად, საჯად კარიმთან შეხვედრას საპარლამენტო დელეგაციის წევრები: თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე, ნიკოლოზ სამხარაძე და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალია საბანაძე დაესწრნენ.

Visited 108 times, 1 visit(s) today