ირაკლი კობახიძე ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტყიბულში, დაღუპული ოთხი მეშახტის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
„მინდა დღევანდელი შეხვედრა სამძიმრით დავიწყო. გუშინ ტყიბულში ოთხი მეშახტე დაიღუპა და მინდა წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას,“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ახალციხეში, საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დაწყებამდე.

Visited 109 times, 1 visit(s) today