ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში – ჰადას მეიცადს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ისრაელში განვითარებულ მოვლენებს.
შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას.დიპლომატმა მთავრობის მეთაურს ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია მიაწოდა. პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა გამო და ელჩს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

Visited 16 times, 1 visit(s) today