ირაკლი ღარიბაშვილმა, სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს დელეგაციასთან ერთად სამუშაო სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს დელეგაციასთან ერთად სამუშაო სადილზე უმასპინძლა. პრემიერ-მინისტრებმა ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია, რომლის ფარგლებშიც ირაკლი ღარიბაშვილის და ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა.

Visited 114 times, 1 visit(s) today