ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე „განახლებული რეგიონები“-ს პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე „განახლებული რეგიონები”-ს პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა და აღნიშნა, რომ გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაციის ჯამური ღირებულება – 6 532 985 ლარია. მიმდინარეობს 6 შენობისა და მიმდებარე საფეხმავლო ზოლის, ასევე, სკოლისკენ შესასვლელი კიბის სრული რეაბილიტაცია. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის სუფთა და მოწესრიგებული გარემოს შექმნა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა ,,განახლებული რეგიონები” საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც მუნიციპალიტეტების და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტების განვითარებას გულისხმობს. პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

Visited 45 times, 1 visit(s) today