იტალიური სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის გამოფენა იმერეთში

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში იტალიური წარმოების სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის გამოფენა გამართა. შეკრებილ საზოგადოებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მიმართეს, რომლებმაც აღნიშნული ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გამოფენაში მსოფლიოში ცნობილი ფირმები იღებდნენ მონაწილეობას: Ferrari, IDEAL, LUCCHINI, FORIGO, bassi, spedo.
ადგილზე მისულ სტუმრებს თანამედროვე სტანდარტების მქონე ტექნიკის დათვალიერებისა და იტალიური მწარმოებლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდათ.
ღონისძიების მიზანს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება და ამ სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა წარმოადგენდა.
სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის გამოფენას ესწრებოდნენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი, სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორები, საქართველოში იტალიის საელჩოს წარმომადგენელი, მეწარმეები და სხვა დაინტერესებული პირები.

Visited 341 times, 1 visit(s) today