იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენისთვის განიხილა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ პროექტებთან ერთად. წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, კანონის ძირითადი მუხლების ამოქმედების თარიღად განისაზღვრება 2019 წლის 1 ნოემბერი (ნაცვლად1 ივლისისა). კომიტეტმა 12 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა. კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი და გოგა გულორდავა.

Visited 92 times, 1 visit(s) today