იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აკისრია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია.
ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა არასამთავრობო სექტორსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მწვავე პრობლემებზე ფაქტებით, სტატისტიკით და ტენდენციით, საბჭოსგან კი ვიღებთ იმას, რომ თურმე, რადგან ვაკრიტიკებთ, ამიტომ ანტისახელმწიფოებრივად ვმოქმედებთ. ეს არის პასუხი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ კონკრეტულ ფაქტებზე საუბრისას. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ იუსტიციის საბჭო, სამწუხაროდ, ვერ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია და ვერ აცნობიერებს იმ ძალიან მძიმე რეალობას, რომელსაც მისი მოქმედებებით ქმნის ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

არასამთავრობო სექტორმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს დღეს საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის 2015 წლის ანგარიში გააცნო. სხვა ხარვეზებთან ერთად ანგარიშში მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში არსებულ დარღვევებზეა საუბარი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არასამთავრობოების შენიშვნებს არ იზიარებენ.

Visited 202 times, 1 visit(s) today