კახა კალაძე, გაეროს ლტოლვილთა საქმეთა უმაღლეს კომისარს, რეგიონალური მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე , გაეროს ლტოლვილთა საქმეთა უმაღლეს კომისარს, რეგიონალური მისიის ხელმძღვანელს, იოჰანეს ფან დერ კლაუს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ყურადღება საქართველოში მისიის საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე გამახვილდა. ასევე ხაზი გაესვა UNHCR -ის როლს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას.
განსახილველ საკითხებს შორის იყო თანამშრომლობის პერსპექტივები. თბილისის მერმა კახა კალაძემ მისიის წარმომადგენლობასთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვა.

Visited 175 times, 1 visit(s) today