კახა კუჭავა ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ მარია სასოლის შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა იმ გეგმაზე, რომელიც ევროკავშირის წევრობაზე 2024 წლის განაცხადის მომზადებას გულისხმობს. საუბარი შეეხო 2021 წელს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და საერთაშორისო დამკვირვებლების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. ევროპარლამენტის პრეზიდენტის განცხადებით, იგი მზად არის, საქართველოს არჩევნების ჩატარებიდან მოკლე დროში ეწვიოს. დავიდ მარია სასოლიმ კახა კუჭავას საქართველოს დასავლური ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

Visited 65 times, 1 visit(s) today