კახეთის რეგიონში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება

კახეთის რეგიონში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი, სიღნაღი დედოფლისწყაროს მაჟორიტარი- დეპუტატი, ირაკლი შიოლაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები ქ.სიღნაღში და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივები მოსახლეობისგან საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღება.შეხვედრების ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობას სახელმწიფო პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ადგილობრივმა მოსახლეობამ ძირითად გამოწვევად – შიდა საუბნო გზების, გარე განათების, სკვერების მოწესრიგების, ასევე წყალმომარაგებისა და დაურეგისტრირებელი მიწების საკითხები დაასახელა.

Visited 72 times, 1 visit(s) today