კლიმატის ცვლილების შესახებ კონფერენცია გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავასთან ერთად, კლიმატის ცვლილების სფეროში მომუშავე ექსპერტებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პარიზის შეთანხმების განსახორციელებლად, ქ.მარაკეშში გამართულ მოლაპარაკებებში, საქართველოს დელეგაციის პოზიციები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა კლიმატის ცვლილების მიმდინარე პროექტებზეც იმსჯელეს. სამინისტროს წარმომადგენლებმა მწვანე კლიმატის ფონდში მიმდინარე პროცესებზე ანგარიში წარადგინეს. შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით გაიმართა.

Visited 140 times, 1 visit(s) today