კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სუფსაში კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, გამწვანების აქცია გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, გუბერნატორის მოადგილეებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა. აქციის ფარგლებში სულ 100 ძირი ლაფანის ჯიშის ნერგი დაირგო. ღონისძიება ითვალისწინებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ლაფანის ჯიშის ხეების გაშენებას, რომელიც წარმოადგენს გლობალური წითელი ნუსხით დაცულ სახეობას. გამწვანების აქცია ხორციელდება სამხარეო ადმინისტრაციის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპატოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტისა და კოლხეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ.

Visited 225 times, 1 visit(s) today