ჭიათურის კულტურის ცენტრში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება: ,, დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო“ გაიმართა. კონცერტზე გამორჩეული ჭიათურელი ხელოვანები წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. შესრულდა საინტერესო მუსიკალური , საცეკვაო და იუმორისტული ნომრები. ღონისძიებას ადილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე, მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი , საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, გამგებლის მოადგილე ლალი კაპანაძე ესწრებოდნენ. საღამოს ორგანიზატორი კულტურის ღვაწლმოსილი მუშაკი,მრავალ თაობათა აღმზრდელი გელდუ ციმაკურიძე იყო.
Visited 277 times, 1 visit(s) today