ლანჩხუთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, მოადგილესთან, აკაკი შენგელიასთან და ლანჩხუთის მერ, ალექსანდრე სარიშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ლანჩხუთის 6 საჯარო სკოლაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება 520 000 ლარს შეადგენს. ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აკეთის, აცანის, შუხუთის და ქვიანის სოფლებში ამბულატორიების რეაბილიტაცია დასრულდა. ასევე, მიმდინარეობს სუფსის ამბულატორიის მშენებლობა. პროექტების ღირებულება 175 000 ლარს შეადგენს. სოფელ შუხუთში შიდა გზის რეაბილიტაცია სრულდება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 110 000 ლარით ფინანსდება.

Visited 91 times, 1 visit(s) today