ლევან დავითაშვილი იორდანიის ბიზსნესდელეგაციის წევრებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი იორდანიის სამეფოს ბიზსნესდელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებისა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 გააცნო და მთავრობის მიერ აგრარული დარგის პრიორიტეტულად გამოცხადების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობაზე, დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე, საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობებზე და ყურადღება ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

Visited 103 times, 1 visit(s) today