ლევან ლიპარტია დღეიდან, უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია დღეიდან, უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.
პირველი სამუშაო დღე ახალ მერს ყოფილმა გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა მიულოცა და ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მან ლევან ლიპარტიას მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლები პირადად გააცნო.
როგორც ლევან ლიპარტიამ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მთელ გუნდთან ერთად, ის ბევრ სასიკეთო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს.
„დღევანდელი დღე გაცნობით ხასიათს ატარებდა, გავეცანი მუნიციპალიტეტის სამსახურებსა და მათი მუშაობის სპეციფიკას. ქალაქის მერობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, მითუმეტეს რომ ბორჯომი საკურორტო ქალაქია და თითოეული პროექტის განხორციელებისათვის განსხვავებული მიდგომებია საჭირო. იმედი მაქვს, რომ თანამშრომლებთან ერთად დავძლევთ სიძნელეებს და შევძლებთ ყველა იმ პროექტის განხორციელებას, რომელსაც წინასაარჩევნოდ მოსახლეობას დავპირდით“- აღნიშნა მერმა.
მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა ლევან ლიპარტიას ქალაქის მერობა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

Visited 204 times, 1 visit(s) today