ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელი დროებითი ხიდი მოეწყობა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სენაკის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად ჩამოშლილი ლეძაძანე-კვაუთის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის ნაცვლად, დროებითი ხიდი მოეწყობა. ადიდებულმა მდინარე ტეხურმა ლეძაძამე-კვაუთის საავტომობილო ხიდი დაანგრია და 80-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა. ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა გაბუნია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, გეოლოგები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც სტიქიის ზონაში, ამ დროისთვის არსებულ ვითარებას ეცნობიან.
სენაკში დილიდან გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალური ტექნიკის საშუალებით ირეცხება ქალაქის შიდა ქუჩები და ადგილობრივი მოსახლეობის ეზოები. პარალელურად ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისია მუშაობს.
უხვმა ნალექმა სენაკის მუნიციპალიტეტში, შიდა საუბნო გზები ჩამორეცხა, საავტომობილო ხიდები დააზიანა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა.

Visited 238 times, 1 visit(s) today