ლიკანის დასახლებაში აქტიურად მიმდინარეობს სამანქანო ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები

27/10/2017

ლიკანის დასახლებაში აქტიურად მიმდინარეობს სამანქანო ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხიდზე განხორციელდება დაზიანებული ხის საფარის დემონტაჟი და ახალი საფარის მოწყობის სამუშაოები.
ამასთანავე მოხდება რკინის კონსტრუქციების შეღებვა და ლითონის ბადის მონტაჟი.
არსებული ხიდი სანატორიუმ “ბორჯომში” მცხოვრები დევნილი მოსახლეობისათვის ერთადერთ დამაკავშირებელ გზას წარმოადგენს ცენტრალურ მაგისტრალთან. ხიდი წლებია დაზიანებულია და საფრთხეს უქმნის როგორც მასზე მოძრავ ავტომობილებს ასევე ქვეითად მოსიარულეებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ხიდზე გადაადგილება უსაფრთხო გახდება. პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ 80 000 ლარით დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0