მავნებლის მიერ დაზიანებული ბზის კორომების ბიოლოგიური პრეპარატით შეწამვლა იწყება

ეროვნული სატყეო სააგენტო აგრძელებს კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული რეაგირების გეგმის ფარგლებში მავნებლის მიერ დაზიანებული ბზის კორომების შეწამლვას ბიოლოგიური პრეპარატით, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.
2016 წლის აქტიური ღონისძიებების შედეგად სამეგრელოს რეგიონში კერძოდ ლებარდეს ხეობაში, სადაც ბზა სრულად იყო დეფოლირებული წელს შეიმჩნევა რეგენერაციის მაღალი კოეფიციენტი.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში შეწამვლა წელიწადში 3-ჯერ ხორციელდება. გარდა ბიოლოგიური პრეპარატით შეწამლვისა ეროვნული სატყეო სააგენტო ფერომონიანი ხაფანგების გამოყენებით სისტემატიურ მონიტორინგს ანხორციელებს

Visited 332 times, 1 visit(s) today