მაია ცქიტიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. მხარეებმა პროექტების მართვაში ანტიკორუფციული მექანიზმების დანერგავსთან დაკავშირებული საკითხები და დეცენტრალიზაციის რეფორმის მიმდინარეობა განიხილეს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) უკვე მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობენ თვითმმართველობების მოხელეთა გადამზადებისა და ტრენინგების კუთხით.

Visited 112 times, 1 visit(s) today