მაია ცქიტიშვილი საქართველოში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საქართველოში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულ დირექტორს ოლივიერ ბიურკს, ასევე – ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში დეცენტრალიზაციის რეფორმის მიმდინარეობა განიხილეს. სტუმრებმა თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერის შესახებ განაცხადეს და ამ პროცესში სამუშაო ჯგუფების ჩართულობის ეფექტით დაინტერესდნენ
დეცენტრალიზაციის რეფორმაზე არასამთავრობო ორგანიზაციებითა და სფეროს სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამი სამუშაო ჯგუფი შემდეგი მიმართულებებით მუშაობს: ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა

Visited 88 times, 1 visit(s) today