მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით საუბრობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით საუბრობს!, – ამ სიტყვებით მიმართა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე მუშტის” წევრს ირაკლი კუპრაძეს, რომელსაც სხდომა დაატოვებინა.
სხდომაზე გარემოსდაცვით საკითხებზე უნდა ემსჯელათ. კონკრეტულად ქალაქის მერს არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე მუშტის” წევრმა ირაკლი კუპრაძემ მიმართა და მოუწოდა რომ შეხვედრაზე ემსჯელათ კონკრეტულ პრობლემებზე და არა გაეკეთებინათ პოპულისტური განცხადებები.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შენიშვნა მისცა, რომ მათთვის სიტყვის უფლება არ მიუცია და უნდა დაეტოვებინათ შენობა.
თბილისის მერიაში გამწვანების რეგულაციების გამკაცრებაზე მიმდინარე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისის მერი ესწრებოდნენ. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი მერიისგან მოითხოვენ თანამდებობები დატოვონ გამწვანებისა და ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის უფროსმა და მისმა მოადგილემ.

Visited 168 times, 1 visit(s) today