მაშველებმა ხანდაზმულ ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა თბილისში, გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცებულთა და უძლურთა სახლში მცხოვრებ ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს. მაშველები მოხუცთა სახლს მოულოდნელად ესტუმრნენ და მის ბინადრებს თაიგულები გადასცეს.

Visited 144 times, 1 visit(s) today