მეორე ევროპული თამაშები ოფიციალურად გაიხსნა

საზეიმო ცერემონიას მინსკის „დინამოს სტადიონმა“ უმასპინძლა. 22 000 მაყურებლის წინაშე მონაწილე ქვეყნების დელეგაციებმა ჩაიარეს. საქართველოს დელეგაციის მედროშე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი იყო.
მეორე ევროპული თამაშები 30 ივნისს დასრულდება. მასზე 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში ასპარეზობს, მათ შორის საქართველოს დელეგაცია, რომელიც სპორტის 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

Visited 130 times, 1 visit(s) today