მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 250 ლარს მიიღებენ

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2016 წლის სოციალურ პროგრამაში ვეტერანებისთვის განკუთვნილი თანხა არ შემცირებულა. პროგრამით წელს დედოფლისწყაროს მასშტაბით 15 ვეტერანი ისარგებლებს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 თებერვლის N04 დადგენილებაში შესული ცვლილების საფუძველზე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები 9 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით ფულადი საჩუქრის სახით ერთჯერადად 150 ლარის ნაცვლად 250 ლარს მიიღებენ.

Visited 217 times, 1 visit(s) today