მე განტევების ვაცად ვერ ვიქცევი

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

არ ვაპირებ არავის ნაცვლად არც ბოდიშის მოხდას, არც ვინმეს საუბრის ან ნათქვამის გათეთრებას, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ დეპუტატის დავით ლოთქიფანიძის იმ განცხადებების თაობაზე დასმულ კითხვას, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასა და მის შვილს შეეხება. როგორც მან განაცხადა, ყველა ზრდასრული ადამიანია და საკუთარ გამონათქვამებსა და სიტყვებზე თავად უნდა აგონ პასუხი.

“მე განტევების ვაცად ვერ ვიქცევი. სხვის მაგივრად ერთადერთხელ მოვიხადე ცხოვრებაში ბოდიში. ხანდახან შეიძლება ბაშვების – საკუთარი შვილების სიცელქეზე მოვიხადო ბოდიში, მაგრამ არ ვაპირებ ბოდიში სხვის მაგივრად მოვიხადო. ეს ერთხელ გავაკეთე, რისთვისაც ოჯახის წევრებმაც კი მისაყვედურეს”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ

Visited 179 times, 1 visit(s) today