მე ვუსურვებ საქართველოს, რომ მიაღწიოს მიზანს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„მე ვუსურვებ საქართველოს, რომ მიაღწიოს მიზანს, არა მარტო ტრადიციების, არამედ ძალიან მოტივირებული, თანმიმდევრული მუშაობისა და შეუქცევადი რეფორმების გამო“ – ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა ქ. ჟენევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისში ქართული ქვევრის განთავსების საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდგომ.
“ხალხთა შორის ურთიერთობების განმტკიცება ყოველთვის კარგი და სიმბოლურია. ღვინოს სჭირდება დრო იმისთვის, რომ მივიდეს დაღვინებამდე, ასევე სჭირდება სხვა პროცესებსაც. დრო არის საჭირო იმისთვის რომ უფრო ახლოს მივიდეთ ჩვენს მიზნებამდე, როცა რაღაცის მიღწევა გვინდა. მე ვუსურვებ საქართველოს, რომ მიაღწიოს მიზანს, არა მარტო ტრადიციების, არამედ ძალიან მოტივირებული, თანმიმდევრული მუშაობისა და შეუქცევადი რეფორმების გამო, რომელსაც ის ახორციელებს”
ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მეგობრების დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს.

Visited 144 times, 1 visit(s) today