მზად ვართ პროცესები იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და განხორციელდეს მეტი ჩართულობით

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის საქმიანობის 2021 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებთანაც დღეს ვიდეოშეხვედრა გაიმართა. მან ისაუბრა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის მიზნების შესახებ, რომლებიც 4 პუნქტად წარმოადგინა. ესენია: ეფექტიანი საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელება, საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანობის ზრდა, საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიანი კომუნიკაცია, ასევე კომიტეტის ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება. მომხსენებლმა დეტალურად ისაუბრა თითოეული მიმართულებით დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა სამუშაო ჯგუფების ჩართულობაზე საკომიტეტო საქმიანობაში, ასევე თემატური მოკვლევის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით დაგეგმილი აქტივობების თაობაზე.
მისი თქმით, კომიტეტის ეფექტიანი საქმიანობისთვის საჭიროა საერთაშორისო და ადგილობრივ თემატურ პლატფორმებსა და შეხვედრებში კომიტეტის წარმომადგენლობა. ასევე საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორ ორგანიზაციებთან ეფექტიანი, შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის განვითარება. რაც შეეხება კომიტეტის ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებას, კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, აქ აუცილებელია კომიტეტის წევრთა და აპარატის თანამშრომლების შესაძლებლობათა გაძლიერება და გარე ექსპერტული დახმარების ეფექტიანი გამოყენება. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან დაისვა შეკითხვები, რომლებზეც დავით სონღულაშვილმა და კომიტეტის წევრებმა ამომწურავად უპასუხეს. დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოხატეს თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, გამოთქვეს მოსაზრებები სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

„მზად ვართ პროცესები იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და განხორციელდეს მეტი ჩართულობით, ეს მისცემს შესაძლებლობას ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ნებისმიერ რეფორმას, რომ იყოს მყარი და ეფექტიანი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მზად ვართ თქვენგანაც მაქსიმალურად მივიღოთ შემოთავაზებები და წინადადებები. ასევე მადლობას გიხდით მზადყოფნისთვის, რომ იყოთ ჩართულები ამ გეგმის განხორციელებაში. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება“, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა შეხვედრის ბოლოს

Visited 26 times, 1 visit(s) today