მთის კვირეული ფარგლებში დღეს ღონისძიება მესტიაში იმართება. პროექტი საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება. ფესტივალს ჰეშკილმა უმასპინძლა, საფესტივალო სივრცეში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიულ-შემეცნებითი კუთხეები. ადგილობრივ მზარეულებთან ერთად შეფებმა მიშა ავსაჯანიშვილმა და რუსო დაუშვილმა სვანური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძების მომზადების მასტერკლასები ჩაატარეს. ადგილზე კერძების დეგუსტაცია ყველა მსურველს შეუძლია. მთის კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან ერთად დაესწრო. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა მესტიის საპატიო მოქალაქეების დაჯილოდების ცერემონიალი. მთელი დღის განმავლობაში მესტიიდან ჰეშკილის მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ. მთის დღეების მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები, როგორებიც არიან: ანსამბლი „გორდელა“, ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი, სალიო, ანსამბლი „რანინა“.
მთის კვირეული ფარგლებში დღეს ღონისძიება მესტიაში იმართება
23/07/2022