მიგრანტების დიდი ნაკადის გამო ევროკავშირს სამეზობლო პოლიტიკის შეცვლა მოუწევს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ევროპაში მიგრანტების დიდი ნაკადის გამო ევროკავშირს სამეზობლო პოლიტიკის შეცვლა მოუწევს. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

კანცლერს არ განუმარტავს, კონკრეტულად რა ცვლილებებზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ „საჭირო იქნება სხვანაირი სამეზობლო პოლიტიკის გატარება“.

მერკელის თქმით, ევროკავშირი შექმნის პირობებს, რომელიც სამეზობლოში სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ასევე, ბრიუსელმა ევროკავშირის გარე საზღვრებზე უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს.

როგორც „დოიჩე ველე“ აღნიშნავს, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაა, რომელშიც აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელორუსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად საქართველოც შედის.

Visited 165 times, 1 visit(s) today