მიმდინარე კვირას პარლამენტი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს

საგაზაფხულო სესიის ბოლო სასესიო კვირის ოთხშაბათს, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. განცხადება აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა. სხდომაზე ბიუროს წევრებმა 21-24 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხების რიგითობა განსაზღვრეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სამშაბათის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, თავისუფალი ტრიბუნის ფორმატში, საპარლამენტო ტრიბუნა პოლიტიკურ ჯგუფის – „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელს დაეთმობა.
ბოლო სასესიო კვირაში, დეპუტატები, კანონპროექტების განხილვასთან ერთად, სხვადასხვა უწყების მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშებსაც გაეცნობიან.​ ბიუროს სხდომის დასასრულს, დეპუტატებმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს.

Visited 38 times, 1 visit(s) today