მინდა მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება და წარმატებები გისურვოთ

12/09/2022

მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ,სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს სიტყვით მიმართა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

“მინდა მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება და წარმატებები გისურვოთ, ეს არის საწყისი ნაბიჯი მომავალ პროფესიულ კარიერაში. განათლება, როგორც თითოეული სტუდენტის პირადი წინსვლის, ისე ქვეყნის ერთიანობისა და სიძლიერის საფუძველია.”- აღნიშნა ბესიკ ამირანაშვილმა.

უნივერსიტეტთან შეკრებილ სტუდენტებს სწავლის დაწყება, გუბერნატორის გარდა, ასევე მიულოცეს ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა .

Tweet about this on TwitterShare on Facebook0