მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, სილვიუ დომენტეს შეხვდა. მხარეებმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და სამინისტროს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ჯანდაცვის სერვისებსა და მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის, ჯანმრთელობისა და კლიმატის საკითხები და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. მიხეილ სარჯველაძეს განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს საიმედო მეგობარი და პარტნიორია.

Visited 22 times, 1 visit(s) today