მიხეილ ჯანელიძემ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მარგო ვალმსტრომთან. მინისტრების შეხვედრა გაერო-ში გენერალური ასამბლეის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.
მიხეილ ჯანელიძემ და მარგო ვალსტრომმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბოლო პერიოდში სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა, განსაკუთრებით წარმატებულად შეფასდა სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლობა იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად რაც საქართველოს ცალკეული მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგომ თავშესაფრის მიღების პროცედურების წესების დარღვევას უკავშირდება.
შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლობა, მათ შორის შვედეთში საქართველოს პოლიციის ატაშის წარგზავნის გადაწვეტილება.
მინისტრებმა ასვე ხაზი გაუსვეს უვიზო რეჟიმისა და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების შესაძლებლობების გამოყენების მნიშვნელობას ქვეყნებს შორის სავაჭრო და ბიზნეს კონტაქტების განვითარებისთვის. შვედეთის საგარეო უწყების ხელმშღვანელმა მზადყოფნა გამოთქვა უმასპინძლოს საქრათველოს ბიზნეს დელეგაციას.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო განვითარებების, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევის და სიცოცხლის ხელყოფის ტრაგიკულ ფაქტებს. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შესახებ და მადლობა გადაუხადა შვედურ მხარეს ოკუპაციის და მისი თანმდევი შედეგების საკითხში საქართველოს მხარდაჭერისთვის.
მიხეილ ჯანელიძემ მარგო ვალმსტრომს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სამშვდობო ინიციატივის თაობაზე და აღნიშნა მის მიმართ პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა. ​

Visited 160 times, 1 visit(s) today