ანკარაში გამართული საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან. მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და აქცენტი მათი შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე გააკეთეს.
შეხვედრისას აღინიშნა ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, თავდაცვისა და კულტურის სფეროებში. ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატის შექმნის მნიშვნელობას, რაც დამატებით პლატფორმას ქმნის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის.
მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში კოორდინაციის გაღრმავებასთან დაკავშირებით.
მევლუთ ჩავუშოღლუმ, ტრადიციულად, მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციის მიმართ.
საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა განიხილეს რეგიონალური საკითხები. ისაუბრეს მიმდინარე პროცესებზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა თურქი ხალხისა და თურქეთის დემოკარიულად არჩეული მთავრობის მიმართ.
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს რეგიონის განვითარებისათვის შემდგომი სტაბილურობის მნიშვნელობას.