მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში გაემგზავრა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში გაემგზავრა, სადაც შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან და ევროპარლამენტარებთან.
ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და ამ მიმართულებით ევროპის საბჭოს საქმიანობას.
ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციისა და საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი საკითხები იქნება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელება და ამ პროცესში ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

Visited 161 times, 1 visit(s) today