მომავალი წლიდან წედისი, ბნავისი და ოლოზი სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იქნება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელებში, წედისში, ბნავისსა და ოლოზში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფიფნასებით ხორციელდება, რაზეც 2 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყლის სათავე ნაგებობის, რეზერვუარების, საქლორატოროების, მაგისტრალური და შიდა გამანაწილებელი ქსელი მოწყობა. რეაბილიტაციის შემდეგ 300-მდე ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება სასმელი წყლით. სამუშაოების მიმდინარეობა შიდა ქართლის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა დაათვალიერა. მისი თქმით, პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.
გარდა ამისა, წედისსა და ბნავისში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს.

Visited 184 times, 1 visit(s) today